9 ნაბიჯი ევროპისკენ - ასე ქვია "ლელოს" გეგმას და ხედვას, რომელიც დღეს პარტიამ ბრიუსელის მიერ გაწერილი დათქმების შესასრულებლად წარმოადგინა. სწორედ ამ დათქმების შესრულებაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სწრაფად წავა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და გადავა თუ არა წლის ბოლოს საქართველო მოლაპარაკებების სტადიაზე.
“ლელოში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია 1 წელიწადში და საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოახდინა საბოტაჟირება და ჩააგდო რეფორმების გატარება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანდა.