
აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში 6 ცხედარი იპოვეს. პოლიციამ საქმეზე 5 ადამიანი დააკავა. როგორც BBC წერს, ყველა მოკლული კაცია. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 5 ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პოლიციის გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ დაპირისპირება მარიხუანას უკანონო წარმოებას უკავშირდება.
" მოტივს რაც შეეხება, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის დავა მარიხუანაზე", - თქვა ერთ-ერთმა სერჟანტმა.
ცნობისთვის, 2016 წლიდან, კალიფორნიაში კანაფის შეძენა და გამოყენება ლეგალურია ზრდასრული ადამიანებისთვის, მაგრამ, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ის არალეგალურად მაინც მოჰყავთ.