ღარიბაშვილმა კანცელარიაში კაბინეტი დაცალა | როგორ გადანაწილდება პოსტები ახალ მთავრობაში, პარტიის ყრილობაზე გაირკვევა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა კაბინეტი დაცალა. უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზედმიწევნით შეასრულა ბიძინა ივანიშვილის მითითება და მთავრობიდან საკუთარ გუნდთან ერთად ხმაურის გარეშე წავიდა. ღარიბაშვილის გარდა პოსტს ტოვებს 5 მინისტრი - მათი უმრავლესობა სახლში მიდის და მხოლოდ ყოფილ პრემიერს აქვს გარანტირებული თანამდებობა პარტია "ქართულ ოცნებაში". 

ირაკლი კობახიძე კი პირიქით - ახალი კაბინეტის დასაკავებლად ემზადება. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე საზოგადოებაში არ ჩნდება და არც განმარტებებს აკეთებს. კობახიძეც და მისი მომავალი მინისტრებიც პარტიის ყრილობაზე ერთად წარსდგებიან. ცნობილია, რომ პარლამენტიდან მთვრობაში სამი პოლიტიკოსი გადაინაცვლებს, კიდევ ვინ დაიკავებს ორი მინისტრის ვაკანტურ პოსტს - პარტიის ყრილობზე გაირკვევა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი