"ქართული ოცნების" ოდიოზური ლიდერის მოსალოდნელი დაწინაურების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დაძაბული ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. არავინ ელოდება, რომ ანტიდასავლური კამპანიის ერთ-ერთი ავტორის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური განაცხადი პრემიერის რანგში არ შეიცვლება, პირიქით - არ არის გამორიცხული, ის კიდევ უფრო დამძიმდეს.
კობახიძის პოლიტიკური ბიოგრაფია მრავლად ინახავს კრემლის პოზიციის გამხმოვანებელ განცხადებებს და არაერთ თავდასხმას მეგობარი სახელმწიფოების, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კი ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი სახიფაქტო ფაქტორი აღმოჩნდეს და მთავარი მიზეზი, რატომ აღმოჩნდა ოლიგარიქის რჩეული ირაკლი კობახიძეზე.