კორუფციის აღქმის ინდექსი გაუარესდა | TI-ის კვლევის საგანგაშო შედეგები

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის და სისტემური კორუფციის განუყოფელი კავშირის მორიგი მტკიცებულება. საერთაშორისო გამჭვირვალობის ქსელი კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსს აქვეყნებს. საქართველოს მონაცემი ბოლო წლებთან შედარებით უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა - 2023 წლის მიხედვით ქვეყანამ სამი ქულა დაკარგა და ახლა საქართველოს დონე 56 ქულით განისაზღვრება.

მსოფლიო ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში კვლავაც მოუგვარებელ გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია, და რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურმა დაბრუნებამ მხოლოდ დაადასტურა მოსაზრება სახელმწიფო ინსტიტიტუების მიტაცებასთან დაკავშირებით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი