"იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერმინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან შემდეგ წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერმინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ახალ დინამიკას პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას".
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.