სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. სხდომაზე ხმაური ოპოზიციის გამოსვლას მოჰყვა. '' ნაციონალური მოძრაობის'' წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემები საკრებულოს დღის წესრიგში არასდროს ხვდება.
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანა, სტიქიით დაზარალებული ხალხი, ინფრასტრუქტურული პრობლემები და მოუწესრიგებელი სტადიონები - ეს თემები გახდა ჩხუბის მიზეზი დეპუტატებს შორის.
უმრავლესობამ ოპოზიციას პროვოკაციასა და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე