აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს.
"კვლავ თბილად მივესალმებით ვიქტორია ნულანდს უკრაინაში. დღეს ჩვენ შევხვდებით მთავრობის ლიდერებს, ვეტერანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და კვლავაც გავუსვამთ ხაზს ჩვენს საერთო ვალდებულებას, დავამარცხოთ რუსული აგრესია უკრაინაში", - წერს ბრინკი სოციალურ ქსელში.
ბრინკის ინფორმაციით, დაგეგმილია ნულანდის შეხვედრა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ვეტერანებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.