ჩინეთმა „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რამდენიმე ქვეყნის ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო და მათ შორის იყო მეზობელი ავღანეთი, რაც წარმოადგენს თალიბანის დროებითი მთავრობის პირველ ოფიციალურ აღიარებას დიდი ქვეყნის მიერ. სი ძინპინი ბილალ კარიმს, თალიბების მიერ დანიშნულ ავღანეთის ელჩს, ოფიციალურ ცერემონიაზე მიესალმა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ კუბის, პაკისტანის, ირანისა და 38 სხვა ქვეყნის ელჩები. სიმ ახალ ელჩებს განუცხადა, რომ ჩინეთი ეძებს ახლო მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მათ ქვეყნებთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი