"ახლა არ არის წარსულის ჩხრეკის და შეცდომების დატოლების დრო. ახლა ჩვენი პოზიტიური პოტენციალის შეფასების და გაერთიანების დროა" | ნიკა გვარამია სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნდა:

როგორია ნიკა გვარამიას პოლიტიკური გეგმები. ვისთან ერთად, როდის და რა ფორმით ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში და როდის აპირებს ჩართვას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ნიკა გვარამია, რომელიც კონსულტაციებს უკვე მართავს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და სტრატეგიულ პარტნიორთან, ამბობს, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროინტეგრაცია იქნება. 

ჩემი ამოცანა არის, რომ და ჩემი მხარდაჭერა ექნება ფართო გაერთიანებებს და ამგვარ პლატფორმებს, პროდასავლურ პარტიებს. შემოთავაზებები ბევრი მქონია,, მაგრამ მე არ ვაპირებ არსად მისვლას. ცხადია, რომ მე არ ვაპირებ, რომ ვთქვა, რომ აი ახლა მე ვარ და ჩემი ნაბადი და მოდით, შემომიერთდით. არ არის ეს სწორი, ჩემი აზრით. გაერთიანება უნდა იყოს ყველასი, ყველასთან. ნიკასაც [მელია] ვესაუბრები და, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ზურასაც [ჯაფარიძე], ელენესაც [ხოშტარია], "ლელო" მნიშვნელოვანი აქტორია, თავისთავად ცხადია და მგონია, რომ მისი მონაწილეობა, ზოგადად, ამგვარ პროექტებში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება იყოს. თუმცა, აქ სხვებიც არიან და მე მოვუწოდებდი ყველას, რომ ახლა არ არის წარსულის ჩხრეკვის დრო. ახლა არ არის შეცდომების დატოლების დრო. ახლა არის ჩვენი პოზიტიური პოტენციალის შეფასების და გაერთიანების დრო, იმიტომ რომ მხოლოდ მომავალზე ლაპარაკი წაგვიყვანს წინ ჩვენ და პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას. და როცა ვიქნებით უსაფრთხო და წარმატებულ მომავალში, თუ ძაან საჭირო იქნება, მერე გავარჩიოთ ერთმანეთის წარსული და ყველას შევახსენებ, რომ წარსული გვაქვს ყველას. 

[ჟურნალისტი: როდისთვის იქნება ეს პრეზენტაცია?]

არ გავასწრებ მოვლენებს. მე მგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებული სიჩქარე არის ამ მიმართულებით საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, სუფთა პოლიტტექნოლოგიურადაც ეს იქნება ბლიცკრიგი და მთავარი არის სწორი და ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ხვალ სულ არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს, - ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი