"თუ შემოთავაზება იქნება, მერე ვიფიქრებ" | სამხარაძე საგარეო საქმეთა მინისტრობაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შემოთავაზება არ მიუღია, ხოლო თუ ასეთი იქნება, იფიქრებს:

"წინასწარ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს კაბინეტი უნდა დააკომპლექტოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარდგენილი იქნება ხვალ.  ეს დღეები ვარ პარლამენტში, ვაგრძელებ მუშაობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. შემოთავაზება არ მიმიღია, თუ შემოთავაზება იქნება, მერე ვიფიქრებ" ამბობს სამხარაძე.

არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწევს ილია დარჩიაშვილს და მის შემცვლელად ნიკოლოზ სამხარაძე განიხილება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი