საგანგებო შეკრება მთავრობის ადმინისტრაციაში | ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის წევრები ერთმანეთს ბოლოჯერ ხვდებიან

გამოქვეყნდა:

საგანგებო შეკრება ამ წუთებშიც მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ  რანგში ერთმანეთს ბოლოჯერ ხვდებიან.

"მთავარის" კამერამ გადაიღო კადრები, როგორ შედიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში იმ უწყების პირველი პირები, რომლებიც სავარაუდოდ ხვალიდან მინისტრის პორტფელს დაემშვიდობებიან. 

მათ შორის არის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელსაც რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. 

ადმინისტრაციაში გამოჩნდა იუსტიციის მოქმედი მინისტრი რატი ბრეგაძეც, რომელსაც სავარაუდოდ თეა წულუკიანი ჩაანაცვლებს. კანცელარიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა თეა ახვლედიანმა. არც ერთი მათგანი "მთავარის" კითხვებს არ პასუხობს. ისინი, სავარაუდოდ, მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობის გამო ტოვებენ.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი