
ჰაკერები, რომლებიც ჩინეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებულნი, ამერიკელებისთვის რეალური ზიანისთვის ემზადებიან. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის კრისტოფერ რეის თქმით, ჩინელი ჰაკერების მიზანია შეტევა ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე. FBI-სა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ადრეც არაერთხელ აღუნიშნავთ, პეკინთან დაკავშირებული ჰაკერების მავნე კამპანიების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე. ჩინეთის მთავრობა ჰაკერებთან კონტაქტს უარყოფს.