ღარიბაშვილის გუნდი კობახიძის გაპრემიერების წინააღმდეგ | "ოცნების" მზადება ყრილობისთვის და საგანგებო შეკრება კანცელარიაში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყრილობის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა. ვის დაასახელებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე, ხვალ გახდება ცნობილი. ყველაზე რეალური კანდიდატი უმაღლეს სახელისუფლებო პოსტზე ირაკლი კობახიძეა, თუმცა, როგორც ირკვევა, სამართლის მაგისტრს პრემიერის სავარძელი ამ დრომდე გარანტირებული არ აქვს. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, მომავალი ლიდერის, ღარიბაშვილის გუნდი ბლოკავს.

გადამდგარი პრემიერის გუნდისგან განსხვავებით ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ემხრობა სახელისუფლებო პარტიის დიდი ნაწილი, თუმცა "ქართული ოცნების" რიგებში საბოლოო შეთანხმება მიღწეული მაინც არ არის. ყველა პარტიის დამფუძნებლის საბოლოო სიტყვას ელოდება. ნებისმიერი გადალაგების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე აანონსებს, რომ მომავალი კვირის ბოლოს ქვეყანას ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანო მზად არის მთავრობა კანონით გათვალისინებულ, უმოკლეს დროში დაამტკიცოს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი