პრეზიდენტის ბოლო მოხსენება პარლამენტში | სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა 6 თებერვალს გაიმართება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ბოლო მიმართვა. სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის რანგში პარლამენტს 6 თებერვალს მიმართავს. უცნობია, რა აქცენტები ექნება პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დროს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ქვეყნის ევროპული მომავალი და 2024 წლის საპრლამენტო არჩევნები. ქვეყნის პირველი პირი დიდი ალბათობით გვერდს არ აუვლის სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობას, რომლის დიდი ნაწილიც პრეზიდენტის მოხსენებას ვერ დაესწრება. პრეზიდენტის ყოველწლური მიმართვისთვის, ქვეყნას არც ახალი პრემიერი და არც მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ამ დროისთვის გაურკვეველია ისიც, რა სტატუსით და დაესწრება თუ არა საერთოდ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო ანგარიშს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი