არცერთი ფილმით და 32-კაციანი დელეგაციით - ასეთ ფორმატში მიემგზავრება ქართული დელეგაცია ბერლინის კონოფესტივალზე. კინოცენტრის გადაწყვეტილები ღია საზოგადოებრივი კრიტიკის და ფაქტობრივად დაცინვის საგნად იქცა. უწყება აფინანსებს მივლინებას დელეგაციისთვის რომლის შემადგენლობაში გაუგებარი მიზეზებით პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტები და კინოსთან კავშირის არ მქონე ათობით ადამიანია შესული.
უფრო მეტიც - ბერლინალეზე არასდროს, არცერთი ქვეყანა 32 ადამიანით არ ჩასულა, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ კინოცენტრი ფესტივალზე არცერთ ფილმს არ წარადგენს და პროგრამაში ჩართულია მხოლოდ საქართველოს კინოინსტიტუტის წარდგენილი 2 ნამუშევარი. ეს გაერთიანება კი სწორედ კინოცენტრში თეა წულუკიანია მიერ დაწყებული ცვლილებების პროტესტის შედეგად შეიქმნა.
ცალკე საგანია ბიუჯეტი - დიდი ალბათობით გრანდიოზული დელეგაციის ვოიაჟი ღარიბ ქართულ კინოს დაახლოვებით 150 ათასი ლარი უჯდება.