კრემლის ლიდერის კიდევ ერთი გასაიდუმლოებული აგარაკი. ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთ-ფინეთის საზღვართან უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, სადაც საცხოვრებელი კომპლექსია განლაგებული. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის დაცული რამდენიმე შენობა ხედით ტბაზე, რომელიც ტყის მასივით არის შემოსაზღვრული. ისევე როგორ პუტინის ყველა რეზიდენციაში, აქაც განთავსებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ საგანგებოდ პუტინის რეზიდენციისთვის ეროვნულ პარკს სტატუსიც კი შეუცვალეს.