შვეიცარია რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

გამოქვეყნდა:

შვეიცარია, პირველი თებერვლიდან, რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, შვეიცარია შეუერთდა EU-ს დეკემბრის სანქციების პაკეტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს.

"ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი