ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემთხვევაში, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობის გარდა, კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იყო, შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მისი გადანაცვლების შემთხვევაში, ეს თანამდებობა ვაკანტური ხდება.
ირაკლი კობახიძეს კი პრემიერად სავარაუდოდ დღეს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ოლიგარქის სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" დღეს, 14 საათზე "ოცნების" ყრილობა იქნება, იქამდე კი პოლიტსაბჭოს სხდომა.