
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან. დღეს სამიტი იმართება, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტზე უნდა იმსჯელონ.
ბრიუსელში იმყოფება უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი რომელიც სამიტზე უნგრეთის ევროპული საქმეების მინისტრთან, ჯანოს ბოკასთან და ევროკავშირში უნგრეთის ელჩთან, ბალინტ ოდორთან ერთად გამოცხადდა.
ახლა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ორბანისკენ არის მიპყრობილი, რადგან უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეწინააღმდეგება.
ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით, დღევანდელი შეკრება "ძალიან მნიშვნელოვანია", რადგან იქ წყდება უკრაინის დახმარების ბედი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია EU-ს წევრი 27-ვე ქვეყანა დაეთანხმო უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას.
შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერმინისტრმა , კაია კალასმაც. კალასის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, რომ ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ იპოვოს გამოსავალი, რათა საბოლოოდ შედგეს შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ EU-ს მიერ გამოყოფილ დახმარების პაკეტს ვეტო მხოლოდ უნგრეთმნა დაადო. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ვიქტორ ორბანის ინტერვიუ, რომ იგი თანახმა იყო ვეტო უკან წაეღო გარკვეული პირობების სანაცვლოდ.