"რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია" | ივანიშვილი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია" - ასე უპასუხა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას- რა დაუწუნა და რატომ გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერობიდან.

"თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია" - თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ყრილობის დაწყებამდე ერთად გამოჩნდნენ იმ სივრცეში, სადაც ჟურნალისტები იმყოფებიან.

"თბილისი პარაგრაფში" ყრილობა ამ წუთებში იწყება, იქამდე კი "ოცნებამ" პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა.

ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელად კობახიძეს დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი