"ოცნებამ" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარედ უკვე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. [...] ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა", - თქვა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე 3-წლიანი "მოღვაწეობისთვის", რომელმაც ქვეყანას, მისი თქმით, უდიდესი წარმატებები მოუტანა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი