მთავრობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება განხორციელდება - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს კი კობახიძემ სპეკულაციები უწოდა: 

"მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა." თქვა კობახიძემ, რომელიც დღეს პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი