EU-ს 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე.

"27-ვე ლიდერი შეთანხმდა" - თქვა მან და დასძინა, რომ ეს უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან, პროგნოზირებად დაფინანსებას.

შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ორბანმა ვეტო დაადო შეთანხმებას დეკემბერში გამართულ სამიტზე. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება.

"ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, დევს სასწორზე", - დაწერა მიშელმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი