"თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში" | ISFED-მა ახალი პროექტი წარადგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის წინსვლისა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების  უზრუნველსაყოფად, "სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ევროკავშირის მხარდაჭერით წარადგინა პროექტი ,,თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში".

შეხვედრაზე  მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაზე, ამომრჩევლების საინფორმაციო კამპანიებზე და მათ მაქსიმალურ ჩართულობაზე საარჩევნო პროცესში. 

"ჩვენ ნანახი გვაქვს ძალიან ბევრი გაყალბებული ოქმი. ე.წ.გამწვანებული უბნები, სადაც ოპოზიციის კომისიის წევრები ხელს აწერენ ამ ოქმებს. ზოგი შეცდომით და არაკომპეტენტურობის გამო, ამიტომ ამ მიმართულებით ოპოზიციას მართებს მუშაობა. განსაკუთრებით იმათ, ვისაც კომისიის წევრები ჰყავს, იმიტომ რომ ყველას არ ეყოლება კომისიის წევრები სამწუხაროდ...სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა რაც შეიძლება დიდი მოცულობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე შეფასების ადეკვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყოველთვის ადეკვატური ეს შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო, ან იყო ზედმეტად რბილი" თქვა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც პროექტს პრეზენტაციას ესწრებოდა. 

პროექტის წარდგენისას პოლიტიკურ პარტიებს და სადამკვირვებლო ჯგუფს მაქსიმალურ ყურადღებაზე მოუწოდებენ საარჩევნო პროცესში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი