უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი გემი გაანადგურა

გამოქვეყნდა:

ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი რუსული ხომალდი განადგურდა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, დარტყმები მიიტანეს სარაკეტო კატარღა „ივანოვეცზე", რომელიც შავ ზღვაში, დონუზლავის ტბის მახლობლად პატრულირებდა.

"2024 წლის 31 იანვრის - 1 თებერვლის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების  "13 ჯგუფის" ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი "ივანოვეცი". კორპუსზე პირდაპირი დარტყმების სერიის შედეგად რუსულმა ხომალდმა შემდგომ მოძრაობასთან შეუთავსებელი დაზიანება განიცადა - "ივანოვეცი" ამოტრიალდა და ჩაიძირა" - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, განადგურებული გემის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარი იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი