ცოლზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევა გურიაში | რას ამბობს ახალგაზრდა ქალი?

გამოქვეყნდა:

მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 24 წლის ირმა ქარცივაძე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით კაცი სისტემატიურად ძალადობდა მასზე და ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტების დროს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

"ძროხებს ვეძებდი და მაგ დროს დამარტყა მუცელში მუშტი. ძროხები რომ გამექცა" - ამბობს ირმა ქარცივაძე. 

სავარაუდო ძალადობის ფაქტი გურიაში მოხდა

ბოლო კონფლიქტი კი რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, ამჯერად ქალის ოჯახის წევრების თანდასწრებით, რა დროსაც ისინი იძულებული გახდნენ, პოლიციისთვის მიემართათ. დედის თქმით კი ქმარი მის შვილს მშობლების დახოცვითაც ემუქრებოდა.

"ავიწროებდა, ურტყამდა, მე არ ვიცოდი. 2-3 დღეა გავიგე. მითხრა, რომ თქვენი მოკვლით მემუქრებოდაო. დედას და მამას რომ უთხრა, დაგიხოცავ ოჯახსო" - ამბობს ქალი.

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ქალი ამჟამად, ბათუმში, მშობლებთან იმყოფება. პოლიციამ კაცი სწორედ ბათუმში დააკავა. საქმე 126-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი