"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნებამ" მოშე კლუგჰაფტთან კონტრაქტი შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" სკანდალურად ცნობილ პიარტექნოლოგ, მოშე კლუგჰაფტთან კონტრაქტი შეწყვიტა. "ქართული ოცნების" ლიდერები გადაჭრით არ ამბობენ, გაწყვიტეს თუ არა საქმიანი ურთიერთობა კონსულტანტთან, რომლის მთავარი საარჩევნო გზავნილი იყო ოპოზიციის დისკრედიტაცია და ცრუ ბრალდებებით გაშავება. ამასთან, კლუგჰაფტი ელექტორალური შედეგის მიღწევას ყველგან და ყოველთვის პოლარიზაციის და სიძულვილის გაღრმავებით ცდილობდა. ასე იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა "ოცნებამ" ფართო მასშტაბებით პირველად გამოიყენა ე.წ. სისხლიანი ბანერები და ბინძური პოლიტტექნოლოგიები. 

"ჩვენ ბევრთან გვაქვს ურთიერთობა და პიარულ ნაწილში ვაგრძელებთ კონსულტანტებთან ურთიერთობას. ეს არ არის მაინცდამაინც საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ დაგიდასტურებთ, არც დაგეთანხმებით და არც უარყოფას გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ლაპარაკები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს და შევიკავებ დღეს თავს", - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოშე კლუგჰაფტთან კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი