პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ქოლ-ცენტრს უკავშირდება:
"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.
პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამართალდამცველები ამ წუთებში ისანში, რიჩარდ ჰოლბრუკის 9 ნომერში, ერთ-ერთ საფისე ცენტრს ჩხრეკენ.