აშშ-ში, აიდაჰოს შტატში, აეროპორტში შენობა ჩამოინგრა | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

აიდაჰოს შტატის ქალაქ ბოისის აეროპორტში მშენებარე შენობა ჩამოინგრა, შედეგად სამი ადამიანი დაღუპა და 9 დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად ცხრა დაშავებულიდან 5 მძიმე მდგომარეობაშია. მათივე თქმით, სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ნგრევის ადგილზე მომუშავე სახანძრო ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებული გადაარჩინეს.

"არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი ნგრევა," - თქვა ბოისის მეხანძრემ აარონ ჰუმელმა ბრიფინგზე.

ოფიციალური პირების განცხადებით, შენობის ნგრევას აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია. ქალაქის ხელისუფლებამ, არსებულ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი