"ქართული ოცნება" აგრესიულობით განთქმულ პიარტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობას წყვეტს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ იმ პოლიტექნოლოგის მომსახურებაზე ამბობს უარს, ვისთანაც ხელშეკრულება სულ რაღაც ორი თვის წინ გააფორმა. მანამდე კი "ოცნებამ" კლუგჰაფტი ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიქირავა, როდესაც საქართველოში მეორე ტური დაინიშნა და "ქართული ოცნება" დამარცხების ზღვარზე იმყოფებოდა. მაშინ სწორედ ამ პიარტექნოლოგის რჩევებით დაიგემა სიძულვილზე აგებული კამპანია და კონკურენტების დისკრედიტაციის მცდელობა სისხლიანი ბანერების გამოფენით.