181 თანამშრომელი ოზურგეთის კულტურის ცენტრში. 91 თანამშრომელი ზუგდიდის სპორტულ ცენტრში, 62 თანამშრომელი თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში - ასეთი აბსურდი საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხდება. ათობით ათასი გაურკვეველი თანამშრომლის შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი მილიონობით ლარს ხარჯავს. და ეს კარგად გათვლილი სქემაა - მმართველი პარტია ყოველი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელოვნურად ზრდის დასაქმებულების რაოდენობას და სანაცვლოდ არჩევნებში მხარდაჭერას ითხოვს.