ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის, პირველივე ეტაპზე დამარცხდა. მსოფლიოს 30-ე ჩოგანმა ავსტრალიელ ჯონ მილმანთან შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშებით 6:1, 6:4, 6:4 დაასრულა.
საჩოგბურთო შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილი რეიტინგში არსებულზე უფრო დაბალ პოზიციებს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, გარდა კარიერული წარუმატებლობისა, პრობლემები აქვს სამართალდამცველებთანაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს, თუმცა წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.
დღესდღეობით, ჩოგბურთელს ძალადობის ოთხ ეპიზოდს ედავებიან.