
თურქეთში, სტამბოლის მახლობლად, Procter & Gamble (P&G) ქარხანაში მძევლები აიყვანეს - გამოცხადებულია ევაკუაცია.
ქარხნის პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ქარხანაში, ამ დროისთვის, დაკავებულია შვიდი ადამიანი, დანარჩენი თანამშრომლები გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს და შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს სამედიცინო პერსონალი.
P&G-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი თანამშრომლების უსაფრთხოება მათი "ნომერ პირველი პრიორიტეტია".
"ჩვენ ევაკუაცია გამოვაცხადეთ ქარხანაზე და ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან", - წერია განცხადებაში.