
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას, 4 თებერვალს, ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
მოსალოდნელია, რომ ვიზიტი შეეხება ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების შეთანხმებას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებას და დამატებით აშშ-ის სწრაფვას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ, რათა დაიწყოს გეგმები იმის შესახებ, თუ ვინ იქნება რაზას მმართველი ომის შემდეგ.
მედიის ცნობით, ისრაელში კვირას იქნება თეთრი სახლის უფროსი წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინიც, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთავარი წარმომადგენელია ისრაელ-ლიბანის საკითხებში.