
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
მის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია: "დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია". სანქციები მათ აშშ-ის ქონებასა და აქტივებზე წვდომას დაუბლოკავს. მათ ასევე ხელი შეეშლებათ ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენებაში.