კენიის დედაქალაქში გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 220-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 222 დაშავდა. ღამით სამრეწველო შენობის წინ აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. 

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, მანქანები. მიზეზი ამ დრომდე დგინდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსშიც გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სულ მცირე 25 ბავშვია, იტყობინება გაზეთი Standard.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი