
ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში, პატარა ზომის თვითმფრინავი ჩავარდა. ავიაკატასტროფამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მოძრავი სახლები დააზიანა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე დაღუპვა როგორც თვითმფრინავიდან, ასევე მობილური სახლის შიგნით", - თქვა ადგილობრივმა სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო ერთძრავიანი Beechcraft Bonanza V35. პილოტმა ჩამოვარდნამდე შესაბამის სამსახურს შეატყობინა, რომ თვითმფრინავს "პრობლემა ჰქონდა".