ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ფაქტს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" გვიდასტურებენ, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამებაში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი