პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა - სწორედ ამ სხდომაზე გაიწერება საკომიტეტო მოსმენების განრიგიც, რომლიც სტარტს ორაბათიდან აიღებს.
მომავალი კვირის ბოლომდე კი პარლამენტმა ახალ პრემიემინისტრს ნდობა უნდა გამოუცხადოს და კაბინეტი საბოლოოდ დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ამ ეტაპზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.