საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება და საჯარო მმართველობა - ეს არის მინისტრთა კაბინეტის ახალი მეთაურის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ანტიდასავლური კამპანიის მთავარმა მოქმედმა სამოქმედო გეგმაში გაწერა და პარლამენტსაც წარუდგინა.
პრემიერი კობახიძე ქვეყნის მართვას მომავალი კვირის ბოლოდან ოფიციალურად შეუდგება და მას მუშაობა კაბინეტის ძველ შემადგენლობასთან მოუწევს, რომელიც ძირითადად ღარიბაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული.
როგორც აღმოჩნდა, ყოფილი პრემიერის პოზიცია საკუთარ გუნდთან დაკავშირებით უფრო ხისტი და პრინციპული იყო ვიდრე მის გადაყენებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქოვანი ვიცეპრემიერის თანამდებობასაც დაიკავებს, რომელსაც ღარიბაშვილის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იკავებდა.