"ყველაფრისთვის მზად ვართ....არანაირი ფინანსური დარღვევა ჩვენს ორგანიზაციაში არ არსებობს" - აცხადებს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ასოციაციაში 8 საათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.
კობალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორშაბათს გამოკითხვაზე დაიბარა.
დღევანდელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი ასოციაციიდან კომპიუტერული ტექნიკა და ყველა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს და საგამოძიებო უწყებაში გადაიტანეს:
"ყველაფრისთვის მზად ვართ. როგორც ფსიქოლოგიურად ასევე მორალურად, არ ვიცი, მკითხაობას ვერ დავიწყებ , თუმცა არ ვაპირებთ დანებებას, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ქართული კულტურა, არ შეიძლება საქართველოში ხდებოდეს ის, რაც ახლა ხდება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს და ასე აღარ იყოს...
არანაირი ფინანსური დარღვევა ჩვენს ორგანიზაციაში არ არსებობს. ეს აუდიტის დასკვნითაც არის დადგენილი, მას არ დაუდგენია არანაირი ფინანსური დარღვევა.
ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი ბინძური კამპანია პირადად ჩემს მიმართ, ჩვენი ორგანიზაციის მიმართ... გამოკითხვაზე დამიბარეს ორშაბათს, გავცემ მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეცდებით ბოლომდე, რომ არ დავუთმოთ და არ გადავაბაროთ ასე უმტკივნეულოდ ეს რუსეთს." - ამბობს გიგა კობალაძე
კობალაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის რუსული სცენარი, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. უკვე წლებია ხელისუფლება ლობირებს საავტორო უფლებათა რუსულ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე ცდილობს დამკვიდრებას.
შეგახსენებთ,რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური დღეს შევიდა. გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.