"გასულ დღეს მტერმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელა" | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

როგორც გენშტაბი ამბობს, მთლიანობაში, ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 46 შეტევა კი უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა.

"რუსეთის ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა...ჩვენი ჯარისკაცები აქტიურად აყენებენ ზიანს საოკუპაციო ჯარებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი