"გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 67-ჯერ დაბომბეს" | დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსებმა რეგიონის ტერიტორია 67-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 

პროკუდინის თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები იყო. იერიშის შედეგად დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 67 შეტევა განახორციელა, გაისროლა 218 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, საზენიტო იარაღიდან, ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან," - ამბობს პროკუდინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი