"მოლოდინი გვქონდა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები...მზად ვიყავით ამისთვის. არანაირი პრობლემა არ გვაქვს," - ამის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე საუბრობს.
კობალაძის თქმით, მისი გამოკითხვა და საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისის ჩხრეკა "იმ რუსული ბინძური კამპანიის გაგრძელებაა," რომელიც უკვე წლებია მათ მიმართ მიმდინარეობს.
"ეს პროცესი არის გაგრძელება, იმ რუსული ბინძური კამპანიის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ და პირადად ჩემს მიმართ მიმდინარეობს. გუშინ შემოვიდნენ, ამოიღეს ყველა დოკუმენტაცია, ყველა კომპიუტერები. არ ვიცი რას ეძებენ, აბსურდული ბინძური ბრალდებით, რომ თითქოს ის ფინანსური დარღვევებია, რაც სისულელეა. მოლოდინი ამ ყველაფრის ჩვენ გვქონდა, რომ დაახლოებით ასე განვითარდებოდა მოვლენები და მზად ვიყავით ამისთვის. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ვუპასუხოთ ნებისმიერ დასმულ კითხვას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ემსახურება სამართალს და სამართლიანობას, ეს ემსახურება იმას, რომ შეგავიწროვონ" - ამბობს კობალაძე.
შეგახსენებთ,რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური გუშინ, 2 იანვარს, შევიდა. გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. კობალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორშაბათს გამოკითხვაზე დაიბარა.