ოკუპირებული ცხინვალი და ყირიმი თანამშრომლობას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალი და ყირიმი თანამშრომლობას გეგმავენ. ამ მიზნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ყირიმში ჩავიდნენ და რუსეთის მიერ დანიშნულ ე.წ. ხელისუფლებასთან მემორანდუმი გააფორმეს.

ამის შემდეგ კი უნდა განსაზღვრონ იმ პროდუქციის სია, რომელსაც მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან.
ასევე, გეგმავენ, რომ განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

ე.წ. ხელისუფლებებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხინვალიდან ბავშვებისთვის დასვენების ორგანიზების საკითხსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი