ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ ის საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა.

ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა. 

ცნობისთვის, "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ეს ბლინკენის მე-5 ვიზიტი იქნება ახლო აღმოსავლეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი