"აფხაზეთი დაინტერესებულია BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით" | არძინბა

გამოქვეყნდა:

"აფხაზეთი დაინტერესებულია BRICS-ის მუშაობაში სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობით" - აცხადებს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. 

გაერთიანებაში "აფხაზეთის წარმომადგენლების" მონაწილეობის პერსპექტივები არძინბამ  BRICS-ის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელთან, რომელიც რუსეთს წარმოადგენს, ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

BRICS არის ხუთი ქვეყნის - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა- სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება. ამჟამად გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია, რომელმაც ეს პოსტი 1-ელ იანვარს გადაიბარა და 31 დეკემბრამდე დაიკავებს.

„BRICS ჯგუფი დგას უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის და ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაზე. ასოციაციის მუშაობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასვლის ამოცანას“, - განაცხადა არძინბამ.

მისივე თქმით, BRICS-ის მუშაობაში აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტიული ფორმატები შეიძლება იყოს: "ბიზნეს თემები, სამოქალაქო და აკადემიური ფორუმები, ახალგაზრდული დიპლომატიური ფორუმები, BRICS სპორტული თამაშები".

ადგილობრივი მედიის ცნობით, "რუსმა კოლეგებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივად შეიმუშაონ აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობა BRICS-ის სამუშაო ფორმატებში."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი