200-ლარიანი სასკოლო დახმარების ჩარიცხვა დაწყებულია

გამოქვეყნდა:

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდიდან ვიგებთ. 

მთავრობის პოსტის მიხედვით, დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე daxmareba.gov.ge. 2 სექტემბრის, 10 საათის მდგომარეობით კი პორტალზე რეგისტრირებულია უკვე 861 576 ბავშვი და 518 110 მშობელი.

რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება და ყველა დარეგისტრირებული მიიღებს კუთვნილ 200 ლარს. 

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს:

  • ადგილობრივ თვითმმართველობებს,
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
  • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა 200 ლარიანი დახმარებების შესახებ განცხადება 6 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე გააკეთაპროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი