"ევროოპტიმისტების" კვლევით, სსიპებსა და ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები ყოველწლიურად იზრდება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ბიუჯეტის უკონტროლო ხარჯვა არჩევნებში მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ - საპარლამენტო ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა"  კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა იყო. 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. მზარდია სსიპებსა და ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ხელფასები.  

„ევროოპტიმისტების“ განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურად იხილება, შტატგარეშე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობა არ არის ცალკე გამოყოფილი, იგი დაფარულია.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი